13:03 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-06 11:49:47, 1319 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: სამართალდამცავ ორგანოებს განსაკუთრებული ზედამხედველობა სჭირდებათ

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნებს, რომ სამართალდამცავ ორგანოებს განსაკუთრებული ზედამხედველობა სჭირდებათ.

კობახიძემ კონფერენცია გახსნა, რომელიც პარლამენტის ზედამხედველობას ეხება. მან ხელისუფლების ამ შტოს მაკონტროლებელ ფუნქციაზე ისაუბრა. 

"ჩვენი პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად შემუშავდა ეთიკის კოდექსი, რომელიც უზრუნველყოფს დეპუტატების ანგარიშვალდებულების გაზრდას და ეთიკის სტანდარტების უკეთ დაცვას პარლამენტში. ასევე გაძლიერდა პარლამენტის ზედამხედველობის ინსტრუმენტები თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში. იქედან გამომდინარე, რომ ადამიანის უფლებების დაცვასთან თუ დარღვევასთან ყველაზე მეტად უნდა იყოს დაკავშირებული სამართალდამცველი ორგანოები, ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება მივაქციეთ სამართალდამცველი ორგანოების მიმართ ზედამხედველობის განხორციელებას. ეს არის ის ცვლილებები, რომელიც უკვე პრაქტიკაში ამოქმედდა", - განაცხადა კობახიძემ. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics