|
2019-06-04 18:42:39, 1001 ნახვა
პოლიტიკა
ქანთარია: ექსკურსიებთან დაკავშირებული კანონის მიღება მძღოლებს სანთლით საძებნელს გახდის და საჭესთან დირექტორები დასხდებიან
„ექსკურსია ბავშვებისთვის აუცილებლია და მას ვერ ავკრძალვათ. ისე ხომ ვერ გავაკეთებთ, აგური მოხვდა ადამიანს თავში და მოდი აგური დავარბილოთ ან აგური ავკრძალოთ“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც სასკოლო ექსკურსიების რეგულაციებთან დაკავშირებით შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, აღნიშნული კანონპროექტი ექსკურისების მოწყობის გაძვირებას გამოიწვევს. „პრინციპებზე გეთანხმები, რომ რეგულაციები უნდა გამკაცრდეს, ავტობუსი უნდა იყოს მწყობრში და თუ დიდ მანძილზე მიდის, თან სათადარიყო მძღოლი ახლდეს, მაგრამ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით მაქვს კითხვები - თუ პროექტს ამ სახით დავტოვებთ, მძღოლი სანთლით საძებნელი იქნება ან ისეთ ფასს დაადებს, რომ სკოლას გადახდა გაუჭირდება და საჭესთან დირექტორი დაჯდება. ექსკურსია ბავშვებისთვის აუცილებლია და მას ვერ ავკრძალვათ. ისე ხომ ვერ გავაკეთებთ, აგური მოხვდა ადამიანს თავში და მოდი აგური დავარბილოთ ან აგური ავკრძალოთ. თუ მძღოლმა ყოველ 10 დღეში ნარკოლოგიური შემოწმების ცნობის ასაღებად უნდა ირბინოს, ბუნებრივია, იტყვის, რომ მას ამის გაკეთება არ უღირს. საქართველოში არ მინახავს ავტობუსი უკანა ხედვის საშუალებებით, პრობლემა ესეც შეიძლება გახდეს. რაკი ასეთი კანონის მიღება სპეციალურად ექსკურსიებისთვის ხდება, უნდა ვიფიქროთ, რომ განათლების სამინისტროს აიპ-ი შეიქმნას, სადაც იქნებიან შესაბამისი კვალიფიკაციის მძღოლები და ეყოლებათ ავტობუსები. ამ კანონის მიღება ადვილია, კი ბატონო მივიღოთ, მაგრამ მისი განხორციელება, მიღების შემთხვევაში მძღოლის ფასიც იქნება ძალიან დიდი და ის კაცი გათვლის ყველაფერს და არ მინდა იტყვის. მოდით, შევჯერდეთ და ეს ვადები გადავიწიოთ“, - აღნიშნა ნუკრი ქანთაირამ.
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი: ვიშნევეში იარაღის საწყობების განთავსებისთვის პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)