13:02 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-04 13:25:07, 1789 ნახვა

კომენტარი
მიხეილ კალანდიას ძმა - ჩემი ძმა უდანაშაულოა და ამას დავამტკიცებთ

დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულის მიხეილ კალანდიას, ძმა ლუკა კალანდია აცხადებს, რომ მისი ძმა უდანაშაულოა. 

როგორც კალანდია აცხადებს, მისი ძმა სასამართლოში მიდიოდა, როდესაც მისი დაკავება მოხდა. 

"მიხეილი მიდიოდა სასამართლოში, როდესაც გზაში დაგვაკავეს. "რუსთავი 2"-მა ისე გააჟღერა თითქოს მიხეილი ტოვებდა ქალაქს. ამის შემდეგ რომელ სიმართლეზეა ლაპარაკი. მიხეილი არის უდანაშაულა, ყველამ იცოდეს. როგორც აქამდე ვიბრძოლეთ, რომ ვითომ უნდა დაეჭირათ, ახლა ვიბრძოლებთ იმისთვის, თუ როგორ უნდა გამოვიდეს.  ყველაფერი გაირკვევა, სავარაუდოდ, მალე. არ ვიცი, რატომ დააკავეს. ფაქტია, რომ ჩემი ძმა უდანაშაულოდ დააკავეს. რა და როგორ მოხდება, ყველაფერს ერთად ვნახავთ. უდანაშაულოა და დავამტკიცებთ მაგას", - განაცხადა ლუკა კალანდიამ. 

 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics