01:01 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-06-02 22:07:47, 2311 ნახვა

ეკონომიკა
იტალიის ელჩი - საქართველოში ბიზნესის დაწყება ადვილია, მისი გაფართოვებაა რთული

საქართველოში ბიზნესის დაწყება ადვილია, მისი გაფართოვებაა რთული,- აცხადებს საქართველოში იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი "Forbes კვირასთან" ინტერვიუში. 

დიპლომატი იმ აუცილებელ ნაბიჯებზე საუბრობს, რომლებზეც საქართველოს ხელისუფლებამ ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებისთვის უნდა გადადგას.

"ახლა ყველაზე მთავარი ის არის, რომ ეს პოტენციალი, რაზეც ვისაუბრე პრაქტიკაში გადმოიტანოთ და მისი რეალიზება მოხდეს, ამისათვის კი საჭიროა, რომ მაგალითად ბერკეტად გამოიყენოთ ევროკავშირთან ღრმა დაა ყოვლისმოცველი თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობები, მოახდინოთ იმ პროდუქტების იდენტიფიცირება, რომელზეც ფოკუსირდებით. ეს უნდა მოხდეს გონივრულ დროში. ეს ეხება საშუალოვადიან პერიოდში გასატარებელ ღონისძიებებს.

რაც შეეხება გრძელვადიან პერიოდში გასატარებელ მნიშვნელოვან ზომებს, ისინიც უნდა განახორციელოს მთავრობამ, რათა ინვესტორებისთვის მიმზიდველი იყოს ქვეყანა: ასეთია მაგალითად პოლიტიკური სტაბილურობა, სასამართლო სისტემის ეფექტიანობა, ინსტიტუციების სტაბილურობა, დემოკრატია და ზოგადად ყველა ის რეფორმა, რომელიც საიმედოობის განცდასა და უსაფრთხოების გარანტიებს უზრუნველყოფს პოტენციური ინვესტორისთვის. გამოვყოფდი კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელობასა და ამჟამად მიმდინარე საპენსიო რეფორმასაც, ისევე როგორც გადახდისუუნარობის რეფორმას - ეს ყოველივე ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის. 

საქართველოში ბიზნესის დაწყება ადვილია, მისი გაფართოვებაა რთული. აქვე აღვნიშნავ, რომ ყველაზე პერსპექტიული სექტორი საქართველოში ტურიზმია სხვადასხვა მიზეზების გამო. ამ სექტორში ყველას თანაბარი შანსები აქვს განახორციელოს კონტრიბუცია და მიიღოს შემოსავალი, ტურიზმი საქართველოს ინკლუზიური ზრდის გარანტია“,- აცხადებს ელჩი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics