13:04 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 17:13:01, 1393 ნახვა

კომენტარი
მაჭავარიანი: ინტერპელაცია ზედმეტად პოლიტიზირებულია, ოპოზიციის მხრიდან პოპულიზმი ჭარბობდა

„ვისურვებდი, ოპონირება უფრო მაღალპროფესიონალური ყოფილიყო“, - ასე შეაფასა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა პრემიერ-მინისტრის პარლამენტში ვიზიტი.

მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ ამგვარი შეხვედრები ყოველთვის ზედმეტად პოლიტიზირებულია.

"როგორც უმეტეს შემთხვევაში, ოპოზიციის მხრიდან პოპულიზმი ჭარბობდა. მგონია, რომ პრემიერმა  კითხვებს პასუხი ძალიან ამომწურავად გასცა. ზოგადად, ამ ტიპის შეხვედრები და  ინტერპელაცია, თავისთავად,  ძალიან პოლიტიზირებულია. ვისურვებდი, უფრო შინაარსობრივი, თემატური და უფრო მაღალპროფესიულ დონეზე იყოს ოპონირება და მსჯელობა" , - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics