21:17 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 14:48:55, 947 ნახვა

პოლიტიკა
ბახტაძე ოპოზიციას: ორკესტრირებული შეტევა იყო 2012 წელს „ქართუზე“, როცა ერთ დღეში შეცვალეთ კანონი

აქ არაერთხელ ითქვა სიტყვა ორკესტრირებული შეტევა; ორკესტრირებულიშეტევა იყო 2012 წელს "ქართუზე", როცა ერთ დღეში შეცვალეთ კანონი, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვებს.

მთავრობი მეთაურმა აღნიშნა, რომ "თიბისი" არის ძლიერი, სისტემური ბანკი და ოპოზიციას მოუწოდა, თავი დაანებონ თავიანთ პოლიტიკურ ნარატივში ამ საკითხის დაყენებას.

 "აქ ითქვა სიტყვა ორკესტრირებული შეტევა. მერანდენედ მოვდივარ პარლაამენტში და ვხედავ ერთსა და იმავეს. რამდენჯერ მაქვს იმის სურვილი, თქვენთან ერთად ვისაუბრო დღევანდელ პრობლემებზე, რა არის გასაკეთებელი მომავალში, იმდენჯერ გაქვთ მცდელობა, ყველაფერი წაიყვანოთ წარსულში. პირველი, რაც მინდა ვთქვა, ორკესტრირებული შეტევა იყო 2012  წელს "ქართუზე", როცა ერთ დღეში შეცვალეთ კანონი. მეორე - მესმის, ყველანაირად ცდილობთ, ყველაფერი, რაც საქართველოში ან საქართველოს გარეთ გლობალურად ხდება, დაუკავშიროთ ბიძინა ივანიშვილს. წყნარ ოოკეანეში რომ ცუნამი ატყდეს, იმასაც ბიძინა ივანიშვილს დაუკავშირებთ. რატომ? იმიტომ რომ 2012 წელს ქართველ ხალხთან ერთად ამ ადამიანმა შეძლო თქვენი ძალადობრივი სისტემის დემონტაჟი და დღემდე მიზანი და ფოკუსი ვერ გამოცვალეთ. ამაშია პრობლემა.  რაც შეეხება თქვენს კითხვას, "თიბისისთან" დაკავშირებით, ამ საქმეს გაეცემა პასუხი გამჭვირვალედ, ისე, როგორც შეესაბამება ობიექტურ მართლმსაჯულებას", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics