21:17 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-31 14:23:08, 900 ნახვა

პოლიტიკა
კარლო კოპალიანი ენმ-ს: კიევში თქვენი ზონდერი დაიჭირეს, რომელსაც ჩვენს სისხლში ჰქონდა ხელები გასვრილი

 „კიევში თქვენი ზონდერი დაიჭირეს, რომელსაც სისხლში ჰქონდა ხელები გასვრილი, ჩვენს სისხლში და ეს კიდევ გაგრძელდება“, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი კარლო კოპალიანი უკრაინაში გიორგი სამუშიას დაკავებას.

„მინდა ორი სიტყვა ვთქვა იმ თავხედობასთან დაკავშირებით, რასაც ამ დარბაზში ხდება. იქნებ ვინმეს დაავიწყდა როდესაც ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე ლაპარაკობს, როდესაც მათი უშიშროების საბჭოს მდივანი ერთი თვე გენერალ ბორისოვის პირადი მძღოლი იყო.  თქვენ არ მოგეწონებათ ეს პრემიერ-მინისტრი, იმიტომ რომ თქვენ მოგწონთ ისეთი პრემიერი, რომელიც ყველა ნაბახუსევზე „ტრუპებს“ ითხოვდა. თქვენ არ მოგეწონებათ ასეთი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, და ეს გასაკვირი არაა. ძალადობაზე ნუ საუბრობთ. ძველი დაგავიწყდათ? გუშინდელი გაიხსენეთ. კიევში თქვენი ზონდერი დაიჭირეს, რომელსაც სისხლში ჰქონდა ხელები გასვრილი, ჩვენს სისხლში და ეს კიდევ გაგრძელდება“, - განაცხადა კარლო კოპალიანმა.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics