20:04 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-30 13:15:12, 1090 ნახვა

პოლიტიკა
„თურნავა უნდა გადადგეს“ - დამოუკიდებელ დეპუტატთა ნაწილი ეკონომიკის მინისტრის გადადგომას ითხოვს

პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატთა ნაწილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გადადგომას ითხოვს.

როგორც დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, ფოთის პორტის მშენებლობის ნებართვაზე პასუხისმგებლობა თურნავას ეკისრება.

მისი შეფასებით, ის კორუმპირებული მინისტრია.

„მე ვფიქრობ, რომ თურნავა უნდა გადადგეს აუცილებლად იმიტომ, რომ ის არის დანიშნული იმ ოდიოზური ბიზნესმენების მიერ და იმ კორუფციული ინტერესებით არის დანიშნული ეს ადამიანი, რომ ზუსტად ასეთი პროექტებისთვის ხელი მოეწერა. ჩვენ შეგვიძლია, ყველაფერზე დავსვათ კითხვა, უბრალოდ მას შეუძლია, გაგვცეს ან არ გაგვცეს პასუხი. მაგრამ თუ ის პრემიერ-მინისტრია, მას თუ აქვს რაღაც თავმოყვარეობა, ვფიქრობ, რომ ყველაზე ისეთი კითხვაზეც, რომელზეც ის ჩათვლის, რომ არ არის საინტერესო, უნდა გასცეს პასუხი. ან დადგეს ტრიბუნასთან და გასცეს კითხვებს პასუხი ან საერთოდ ნუ მოდის, არავის არ სჭირდება ასეთი პრემიერმინისტრის გამოჩენა საქართველოს პარლამენტში“, - აღნიშნა ლევან გოგიჩაიშვილმა.

 

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics