|
2019-05-29 15:58:22, 520 ნახვა
რეგიონი
ბათუმში, ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის მიმდინარეობა განიხილეს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან პარტნიორობით, შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტო პროექტს „ნარჩენების ინტეგრირებული მართვის სისტემის განხორციელების მხარდაჭერა და შესაძლებლობების ზრდა საქართველოში, ფოკუსირებული სახიფათო და ბიოდეგრადირებადი ნარჩენების მართვაზე, ასევე, მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებებზე 2016-2019 წლებისთვის" ახორციელებს. პროექტი შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის ორგანიზაციის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში, ბათუმში, სასტუმროში „ინტურისტი“, 5 დღიანი სწავლება გაიმართა. მონაწილეებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა - „მნიშნველოვანია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობას შორის არსებული თანამშრომლობა ერთობლივი პროექტების განხორციელება, რათა მოხდეს თანამედროვე გარემოსდაცვითი მიდგომების გაცნობა და შემდგომში ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრება, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის დირექტივების ჰარმონიზებას და განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში. ვიმედოვნებთ გვექნება კვლავაც გავაგრძელოთ თანამშრომლობა შვედეთის მთავრობასთან ახალი პროექტების განხორციელებისათვის.“ სამუშაო შეხვედრაზე სახიფათო ნივთიერებებით დაბინძურებული ადგილების ინვენტარიზაციის და რისკის შეფასების მეთოდოლოგიაზე იმსჯელეს, რომელსაც იყენებს შვედეთის გარემოს დაცვის სააგენტო. შვედი ექსპერტების მიერ გაზიარებულ იქნა მეთოდოლოგიის გამოყენების თეორიული და პრაქტიკული მაგალითები. ასევე ექსპერტების მიერ გაზიარებულ იქნა შვედეთის გარემოსდაცვითი კანონმდებლობა და ინსტიტუციური მოწყობა. მრავალ აქტუალურ თემასთან ერთად, სასწავლო კურსი ითვალისწინებდა ასევე საწარმოო ტერიტორიაზე სინჯების აღებას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)