2019-05-29 15:51:48, 1255 ნახვა
კომენტარი
ქანთარია: ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა პუტინის თხოვნით აღუდგინა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა ვლადიმერ პუტინის თხოვნით აღუდგინდა.
ამასთან, ქანთარია ამბობს, რომ ზელენსკის პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს, თუმცა ის თავად მიხდება წაადგება თუ არა სააკაშვილის ყოფნა უკრაინაში.
"ძალიან ნიჭიერი კაცია, მაგრამ პოლიტიკური გამოცდილება არ აქვს. ის თავად დაინახავს და დარწმუნდება, ეს კაცი [სააკაშვილი] ამრევად ჩამოიყვანა უკრაინაში თუ წაადგება. პუტინმა გაუგზავნა გზავნილი და სთხოვა, რომ თუ სააკაშვილს მისცემთ მოქალაქეობას კარგი იქნებაო და ლოგიკურად გამოვიდა, რომ მან მეორე დღესვე სწორედ მიიღო ეს გადაწყევტილება", - განაცხადა ქანთარიამ.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან