19:55 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-29 12:32:19, 1073 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი მაჩალიკაშვილის საქმეზე: საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერას არ ვაპირებ

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ დაუჭერს.

 ჩუგოშვილმა აღნიშნა, რომ ამ თემაზე სუს-ის მოხსენებისას, დახურულ სხდომაზე, თითოეულმა პარლამენტარმა საკმარისზე მეტი ინფორმაცია მიიღო.

„მე არ ვაპირებ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დავუჭირო. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ უსაფრთხოების სამსახურის უფროსისგან ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიგვეღო, როდესაც მისი წლიური ანგარიშის განხილვა ხდებოდა. დეტალებზე, ბუნებრივია, მე ვერ გესაუბრებით, მაგრამ  დახურულ სხდომაზე არა მარტო ჩემთვის, არამედ ყველა პარლამენტის წევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციები გაჟღერდა. საკმარისზე მეტი ინფორმაცია მივიღეთ იმისთვის, რომ ამ თემის სენსიტიურობა და მნიშვნელობა კარგად გავიაზროთ. მე არ ვაპირებ ამ კომისიის შექმნის მხარდაჭერას", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს
იძალადეს არასრულწლოვანსა და მის ოჯახის წევრზე, მოზარდი დაჭრეს - დაკავებულია 3 პირი
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics