14:36 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-28 12:12:26, 1101 ნახვა

კომენტარი
კაპანაძე გარეჯში მიმდინარე აქციაზე: ასეთი „ვაი პატრიოტული“ ქმედებები სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს

"ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ კეთილშობილური მიზნების მიუხედავად, დავით გარეჯში აქციის ჩატარებამ შეიძლება ქვეყნისთვის სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. 

დეპუტატი ვითარების გამწვავებაზე სრულ პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებს. 

"დავით გარეჯის პრობლემა საქართველოს ხელისუფლების, კონკრეტულად კი საქართველოს პრეზიდენტის უპასუხისმგებლო განცხადებების პირდაპირი დამსახურებაა, ისევე, როგორც მოშლილი სახელმწიფოებრივი მანქანის და იმის, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო კომისია არ მუშაობდა. ამ ყველაფერმა მიგვიყვანა იქამდე, რაც დღეს ხდება. მე მესმის, რომ არიან ადამიანები, რომელთან გულწრფელად უნდათ, რომ წვლილი შეიტანონ და გულწრფელად პატრიოტული მოტივები აქვთ რომ ეს პრობლემა საქართველოს სასარგებლოდ მოგვარდეს, მაგრამ ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ხშირად ასეთი ურა პატრიოტიზმი და ვაი პატრიოტული ქმედებები, განცხადებები, გამოსვლები, დემარშები და სხვა შეიძლება სიტუაციის კიდევ უფრო გართულების გამომწვევი იყოს. ამიტომ, მე მინდა ყველას მოვუწოდო,  თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისა და ნაბიჯებისგან, ისეთი განცხადებებისა და ჟესტებისგან, რომელთაც შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოს მდგომარეობა", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ემანუელ მაკრონმა ვოლოდიმირ ზელენსკის მასსა და დონალდ ტრამპს შორის შეხვედრის ორგანიზება შესთავაზა
საქართველოს რკინიგზის ყოფილი ხელმძღვანელი დავით ფერაძე დააკავეს
საელჩო: დიდმა ბრიტანეთმა სანქციების ახალ პაკეტში შეიყვანა ხომალდი SILVAR, რომელიც წლის დასაწყისში საქართველოს პორტში იმყოფებოდა
„საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა NextGen Payments & RegTech Forum-ზე გამოცდილება გააზიარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics