18:50 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-27 16:40:23, 900 ნახვა

პოლიტიკა
პომპეო - საქართველო ყალიბდება დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეში

 „დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო თანმიმდევრულად ყალიბდება  დემოკრატიულ სახელმწიფოდ, რომელიც ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებასა და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას ეფუძნება და რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში“, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს მისალოც წერილშია აღნიშნული, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მაიკლ პომპეო ხაზგასმით აღნიშნავს ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველოს, როგორც სტრატეგიული პარტნიორის მნიშვნელობას. მისი თქმით, ქართველი ჯარისკაცები ამერიკელი პარტნიორების მხარდამხარ იბრძვიან უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და  ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში  არსებული რეგიონული თუ საერთაშორისო გამოწვევების დაძლევის მიზნით.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ქართველ ხალხს გულითადად ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს  და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ „საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ურყევია".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ აზოვის ზღვაში 21 რუსული ტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics