2019-05-27 16:17:53, 1464 ნახვა
კომენტარი
9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მამა: იაგო ნებიერიძის ხელით არც ერთ სხვა ბავშვს საფრთხე აღარ ემუქრება
გორში, მოკლული 9 წლის ბავშვის მამა მიშა ბერიაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც, ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს უვადო პატიმრობა შეეფარდა, კმაყოფილია.
მისი თქმით, ოჯახი უვადო პატიმრობას ითხოვდა.
„სამართლიანი იყო რაც გადაწყდა. ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ მისი ხელით არც ერთ სხვა ბავშვს საფრთხე აღარ ემუქრება“, - აღნიშნა ნანიკო ბერიაშვილის მამამ.
ცნობისთვის, იაგო ნებიერიძე, 25 ოქტომბერს, გორში, 9 წლის გოგონას მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ნანიკო ბერიაშვილის სამძებრო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საღამოს პოლიციამ მოკლული ბავშვის ცხედარი იპოვა. მოგვიანებით ნებიერიძისთვის წარდგენილ ბრალდებას სსკ-ის 141-ე მუხლიც დაემატა, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან