2019-05-22 16:40:23, 1294 ნახვა
კომენტარი
ჭიჭინაძე პრემიერის პარლამენტში მისვლაზე - არ მგონია, კომპეტენტური იყოს, სჯობს დავასვენოთ
„პარასკევია, შაბათ-კვირა მოდის, ჯობია დავასვენოთ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე 31 მაისს საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილ პრემიერ-მინისტრს ვიზიტს.
დეპუტატი მამუკა ბახტაძის პარლამენტში მისვლის აზრს ვერ ხედავს და მას არაკომპეტენტურს უწოდებს.
“დაბარებულია პრემიერ-მინისტრი და მე არა მგონია, რომ ის რამეზე პასუხის გაცემაში კომპეტენტური იყოს. ან დეპუტატებმა ჩვენი დრო რატომ უნდა დავკარგოთ, ან იმ კაცმაც. პარასკევია, შაბათ-კვირა მოდის, ჯობია დავასვენოთ. ხუთშაბათობითაა ის მთავრობის სხდომაზე მუშაობას მიჩვეული, გამოძახებით და პარასკევს, მე მგონი, სამდღიანი დასვენება ჩავუშალეთ. აზრს მე ვერ ვხედავ საერთოდ პრემიერ-მინისტრს, რომ რაიმე კითხვა დაუსვას ადამიანმა“, - განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,