2019-05-20 13:53:08, 1180 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე ენმ-ზე: ისინი ერთმანეთს დესტრუქციაში ეჯიბრებიან
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ოპოზიციას დესტრუქცია სურს, მაგრამ ამის შანსი მათ არ აქვთ.
მისი თქმით, საქართველო შემდგარი დემოკრატიული სახელმწიფოა, რომელსაც ნებისმიერ პროვოკაციაზე პასუხის გაცემის უნარი აქვს.
„ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან დესტრუქციაში, ისინი ეჯიბრებიან, ვინ უფრო პრაქტიკულად ქმედით ტყუილს იტყვის, იმისათვის, რომ რაღაცა შედეგი მიიღონ, მაგრამ ამ შედეგების შანსი მათ არა აქვთ.
ქართული საზოგადოება ამაზე ადეკვატურ პასუხებს სცემს ხოლმე, როგორც ეს ქართველმა ხალხმა გუშინ გააკეთა. აქედან გამომდინარე, არავის არ ეშინია მათი ასეთი დამუქრებების, რომელსაც ასრულება ნამდვილად არ უწერია. სახელმწიფო არის შემდგარი, დემოკრატიული სახელმწიფოა შემდგარი და მათ შორის, მას აქვს უნარი, რომ პასუხი გასცეს ნებისმიერ პროვოკაციას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,