|
2019-05-20 01:16:29, 1230 ნახვა
კომენტარი
რულოვსი: თუ მეორე ტური გამოცხადდება, მზად ვარ ამოღებული ხმალით გავაგრძელო ბრძოლა ზუგდიდს სახელით
„ფოიერვერკების და სიგნალების მიუხედავად, ჩვენ არ ვაღიარებთ მათ გამარჯვებას“, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, სანდრა რულოვსმა მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ზუგდიდში არა არჩევნები, არამედ „სუს-ისა და კრიმინალების ერთობლივი სპეცოპერაცია ჩატარდა“. "ეს იყო არნახული უპრეცედენტო სადიზმი, შეშინება და ზეწოლა. ისინი ზეიმობენ, რომ ხალხი დამარცხდა და ისევ გააგრძელებენ თავიანთ ტერორს, ჯიბეების გასქელებას და ყველაფერს, რაც მიუღებელია ჩემთვის და მთელი ჩემი გუნდისთვის. პირველ რიგში, ყველა ზუგდიდელს დიდი მადლობა ნდობისთვის. ზუსტი ციფრები სამწუხაროდ ჯერ არ ვიცით, თუმცა არ ვაღიარებ ამ ციფრებს. როგორც ჩანს, ნახევარმა მათი ციფრებით დაგვიჭირა მხარი, რაც დიდი ჯარია და ამას გამოვიყენებთ შემდეგი ბრძოლის დროს. ზუსტად ზუგდიდიდან იწყება საქართველოს გამარჯვება, ეს იქნება ლოზუნგი, რომლითაც შეგვიძლია მთელ ქვეყანაში ვიაროთ და ხალხს გავაგებინოთ, რომ ივანიშვილის მმართველობა არის მიუღებელი, კრიმინალური, კორუფციული, ეს არის ქვეყნის ნგრევა. ჩვენი ბრძოლა გრძელდება“, - აღნიშნა რულოვსმა. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ცესკო ოფიციალურ შედეგებს გამოქვეყნებს, სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ. „ჩვენ ველოდებით ოფიციალურ შედეგებს, ამბობს მმართველი პარტია რომ მოგებულია, მაგრამ ოფიციალური შედეგები ჯერ არ დადებულა. თუ მეორე ტური გამოცხადდება მზად ვარ ამოღებული ხმალით გავაგრძელო ბრძოლა ზუგდიდს სახელით, ხოლო თუ ამბობენ საარჩევნო კომისიაში, რომ გეგა შენგელიამ მოიგო არჩევნები, მაშინ ჩვენი ბრძოლა უფრო გაფართოვდება. ეს ნიშნავს, რომ იქნება ზუგდიდის გარეშეც ბრძოლა გაგრძელებული. მე აქ ვცხოვრობ, ამ ხალხთან ერთად მოვიპოვე ბრძოლისუნარიანობა რაც ადრე არ მქონდა, მშვიდი ვიყავი ყოველთვის და შემიძლია სიმშვიდე შვინარჩუნო, მაგრამ ჩემს პრინციპებს ეხებიან, როდესაც ადამიანების დაცინვა მიმდინარეობს, მათი გაჭირვების არ გათვალისწინება, როცა მიმდინარეობს ზეწოლები, კორუფცია, ეს არის ჩემთვის ყველანაირად მიუღებელი. წეღანაც რომ ვიდექი განმუხურში და იქ იყო არჩილ თალაკვაძე, ხდებოდა ის, რაც არ უნდა ხდებოდეს. მე არჩილს კარგად ვიცნობ და ის უნდა იყოს ჩემი მადლობელი, კითხეთ რა გამიკეთებია მისთვის 2012 წლის ჩათვლით. არჩილი აკეთებს იმას, რაც დღეს გააკეთა პრემიების, ოვაციების მისაღებად ივანიშვილისაგან და შეიძლება უკეთესი თანამდებობისთვის.
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)