16:30 - 11 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-19 21:23:28, 963 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო: არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებში ძირითადად მშიდ ვითარებაში ჩაიარა

არჩევნებმა ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და ამომრჩევლებმა საკუთარი ნების დაფიქსირება თავისუფლად შეძლეს, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე გაანცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ყველა საარჩევნო უბანი ზუსტად 20:00 საათზე დაიხურა და ბიულეტენების დათვლის პროცესი დაიწყო.

„კენჭისყრის პროცესი დასრულდა. საღამოს რვა საათზე ყველა საარჩევნო უბანი კანონის შესაბამისად დაიხურა. ამ წუთებში საოლქო-საარჩევნო უბნებში მიმდინარეობს მნიშვენლოვანი პროცესი. კომისიის წევრები ითვლიან ბიულეტენებს. საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას, რათა კომისიების მიერ ზუსტად აისახოს თითოეული ამომრჩევლის ნება და არ შეფერხდეს ხმის დათვლის პროცესი. თავის მხრივ საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს ხმის დათვლის პროცესის გამჭვირვალობას და უბანზე მყოფმა თითოეულმა პირმა დაუბრკოლებლად შეძლოს აღნიშნულ პროცესზე დაკვირვება. არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებში ძირითადად მშიდ ვითარებაში ჩაიარა. მიუხედავად კენჭის ყრის შენობის გარდა, ცალკეულ შემთხვევებში განვითარებული მოვლებენისა, ამომრჩევლებმა თავისუფლად შეძლეს საკუთარი ნების გამოხატვა“, - აღნიშნა მიქელაძემ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლექსო ლაშქარავას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა, შემსრულებლები გარეთ არიან, ორგანიზატორები დაუსჯელები
საია: ევროპის საბჭოს კომისარი შეუერთდა საქართველოს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონის საქმეს
ჰერჩინსკი - მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავებით, ევროპა მხოლოდ ძლიერდება, საქართველო მათ შორის არ არის
"თეგეტამ" Rainmaking-ისა და Startupbootcamp Georgia-ს ლიდერშიფსერიის პირველ ღონისძიებას უმასპინძლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics