|
2019-05-14 16:48:52, 1097 ნახვა
პოლიტიკა
ბახტაძე - საქართველო არათუ იმსახურებს უფრო მეტს, აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მეტი
საქართველო არათუ იმსახურებს უფრო მეტს, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მეტი,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილისადმი მიძღვნილი კონფერენციის შემდეგ, ჟურნალისტებთან ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, აღმოსავლეთ პარტნიორობა იყო უმნიშვნელოვანესი ინიციატივა და საქართველო არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, რომ ამ პროგრამამ მის მონაწილე ექვსივე ქვეყანას ახალი შესაძლებლობი გაუჩინა. „თუმცა, დღეს სწორედ საქართველო ითვლება ყველაზე წარმატებულ ქვეყანად აღმოსავლეთ პარტნიორობაში. ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები, რორ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ დღეს ჩვენ განვაცხადეთ, რომ მზად ვართ უფრო მეტი ინტეგრაციისთვის. საქართველომ დაადასტურა, რომ შეუძლია ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმების გატარება. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველო იმსახურებს მეტს და მზად არის, მიიღოს უფრო მეტი ინტეგრაციის ხარისხი ევროკავშირთან. ძალიან მნიშვნელოვანი საუბრები გვქონდა ევროპელ კოლეგებთან. ჩვენ ვემზადებით, ივლისში ვუმასპინძლოთ ძალიან მნიშვნელოვან კონფერენციას ბათუმში სადაც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გაჟღერდება. საქართველო მზად არის ყველა მიმართულებით უფრო მეტი ინტეგრაციისთვის ევროკავშირის ინსტიტუტებთან და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები ამას ძალიან პოზიტიურად აღიქვამენ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. პრემიერის თქმით, ყველა აღიარებს, რომ საქართველო არის ყველაზე წარმატებული ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობაში. „სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას, ჩვენს ევროპელ კოლეგებს ვესაუბროთ, რომ საქართველო არათუ იმსახურებს უფრო მეტს, საქართველოს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს მეტი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ დადებით უკუკავშირს ამ საკითხზე. ამასთან ერთად, ჩვენ წარვადგინეთ ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი - "გზამკვლევი ევროკავშირისკენ" და სწორედ ამ ფუნდამენტური დოკუმენტის გარშემო უნდა ავაშენოთ, ჩვენს მეგობრებთან ერთად, ევროკავშირში დამატებითი ინტეგრაციის შესაძლებლობები. მთავარია, რომ განწყობა არის ძალიან დადებითი და ყველა აღნიშნავს, რომ საქართველო არის მოწინავე ქვეყანა აღმოსავლეთ პარტნიორობაში", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
კახა კალაძე 4 ოქტომბრის საქმეზე მორიგ დაკავებაზე: შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან, ყველამ უნდა აგოს პასუხი
კახა კალაძე ელისაშვილის განაჩენზე: როდესაც კანონს ცდები, ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
პოლიციამ ფატიმა კარიმოვას მკვლელობისთვის ძებნილი ბიძაშვილი, ემინ ალიევი ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დააკავა
Apple-მა OpenAI-ს უჩივლა და კომპანიას სავაჭრო საიდუმლოებების მოპარვაში დასდო ბრალი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)