18:47 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-13 10:29:44, 1584 ნახვა

ეკონომიკა
თურნავა: ჩვენ ვიქნებით ის ერთი ფანჯარა, რომელსაც მიუკაკუნებს თითოეული ინვესტორი

„საინვესტიციო პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. ეკონომიკის სამინისტროს მიეცა განსაკუთრებული ფუნქცია და დატვირთვა, რომ არა მხოლოდ თავად იზრუნოს საინვესტიციო პოლიტიკასა და ინვესტორებზე, არამედ სხვა უწყებებსაც, ვისაც  აქვს შეხება ინვესტორებთან, გაუწიოს  კოორდინაცია," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა „ფორბსის კვირისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

„ჩვენ ვიქნებით ის ერთი ფანჯარა, რომელსაც მიუკაკუნებს თითოეული ინვესტორი," - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საინვესტიციო მიმართულებას ახალი მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე წარუძღვება. „ის გამოცდილი ადამიანია, კერძო სექტორიდან მოდის, მუშაობდა კორპორატიულ ბანკირად სხვადასხვა წამყვან კომპანიებში. ეკონომიკის სამინისტროს არის ის მთავარი საკონტაქტო უწყება, სადაც მოვა ნებისმიერი ინვესტორი და ჩვენ თავიდან ბოლომდე გავყვებით ისე, რომ მას არ უწევდეს ერთი უწყებიდან მეორე უწყებაში სიარული," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

(NS)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
გენერალური პროკურორი - კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics