|
2019-05-10 11:45:43, 1432 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს მოქალაქეების მიერ საფრანგეთში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაში საქართველოდან ორი ოფიცერი ჩაერთვება
საქართველოს მოქალაქეების მიერ საფრანგეთში ჩადენილი დანაშაულის გამოძიებაში, ფრანგულ პოლიციასთან ერთად, საქართველოდან ორი ოფიცერი ჩაერთვება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ფრანგ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, შესაბამის შეთანხმებას ხელი უკვე მოეწერა და ის უახლოეს მომავალში ამუსავდება. გახარიას თქმით, ქართველი ოფიცრების ჩართულობა საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების მიერ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობას შეამცირებს. ამასთან, ვიცე-პრემიერმა საფრანგეთის შს მინისტ კრისტოფ კასტანერს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. "„ჩვენ კიდევ ერთხელ გადავუხადეთ მადლობა ჩვენს კოლეგებს იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საფრანგეთი უცხადებს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და მის ტერიტორიულ მთლიანობას და რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ ის გამოწვევები, რომელსაც უნდა ვუპასუხოთ ერთად, ეს პირველ რიგში გახლავთ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, თავშესაფრის მაძიებელთა პრობლემის გადაწყვეტის მექანიზმები. მოგეხსენებათ, უვიზო მიმოსვლა არის საქართველოს ყველაზე დიდი მიღწევა ბოლო წლების განმავლობაში და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების. ასევე ვისაუბრეთ უსაფრთხოების თემებზე. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ გვაქვს ძალზედ კარგი ბაზა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის. დღეს მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს ის ბრძოლა გახადოს კიდევ უფრო ეფექტური და ეს გამოიხატება იმაში, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს ორი ოფიცერი პირდაპირ იქნება ჩართული ფრანგული პოლიციის გამოძიების პროცესში, განსაკუთრებით იმ ნაწილში, როდესაც საქართველოს მოქალაქეები ჩადიან დანაშაულს საფრანგეთის ტერიტორიაზე. ასევე განვიხილეთ ის მექანიზმები და ნაბიჯები, რომლებიც უკვე გადადგა ქართულმა მხარემ და ის ნაბიჯები, რომელიც უნდა გადაიდგას, რათა შევამციროთ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა საფრანგეთში და საერთოდ ევროკავშირის ქვეყნებში. რა თქმა უნდა ვისაუბრეთ უსაფრთხოების ნაწილში თანამშრომლობაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის. მე კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო კოლეგას საქართველოში ჩამობრძანებისთვის და დავადასტურო საქართველოს მთავრობის მზადყოფნა, გადადგას ყველას საჭირო ნაბიჯი იმისთვის, რომ ერთად შევძლოთ თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირება, დავამარცხოთ ორგანიზებული დანაშაული და ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებაზე. ეს ქვეყანა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ყოველთვის ღიაა თანამშრომლობისთვის და ეფექტური წინსვილსთვის", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
„1000 რაკეტა მზადაა“: ტრამპი, მისი მკვლელობის მცდელობის შემთხვევაში, ირანის განადგურებით იმუქრება
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ამერიკელმა სენატორები თეთრ სახლთან შეთანხმდნენ რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტზე
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთისთვის „შორი მოქმედების სარდლობის“ შექმნის შესახებ განაცხადა
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)