|
2015-06-26 18:45:11, 1410 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ში ლგბტ ადამიანებს შორის ქორწინება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაკანონდა
აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ლგბტ ადამიანებს ქორწინების ლეგალური უფლება ამერიკის შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე აქვთ. მოსამართლე ენტონი კენედიმ დაადგინა, რომ ქორწინება ყველა ადამიანისათვის კონსტიტუციური უფლებაა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას აშშ-ს პრეზიდენტი ბარაქ ობამა გამოეხმაურა. „დღეს თანასწორობისკენ დიდი ნაბიჯი გადაიდგა. გეი და ლესბოსელ წყვილებს აქვთ უფლება დაქორწინდნენ, ისევე როგორც ყველა სხვას. სიყვარული იმარჯვებს“ - დაწერა აშშ-ს პრეზიდენტმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. ამასთან, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, პრეზიდენტობის კანდიდატი „დემოკრატებიდან“ ჰილარი კლინტონი. „დღეს აშშ-მ გაიმარჯვა, დღეს გაიმარჯვა ადამიანის უფლებებმა, რომელიც ყველაზე ძვირფასია“ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, ერთსქესიანი ქორწინება ამერიკის მხოლოდ 37 შტატში იყო შესაძლებელი. უცნობია, თუ როდის გაიცემა ლიცენზია ამგვარ ქორწინებაზე იმ შტატებში, რომლებშიც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მქონე მოქალაქეებს დაქორწინება აკრძალული ჰქონდათ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)