2019-05-01 17:46:18, 1257 ნახვა
რეგიონი
შუახევში პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის წიგნის წარდგენა გაიმართა
შუახევის რესურსცენტრში საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის პროფესორ ტარიელ ფუტკარაძის წიგნის „ქართველოლოგიის თანამედროვე გამოწვევები“ წარდგენა გაიმართა.
წიგნში აღწერილია რუსეთის იმპერიის 150-წლიანი საინფორმაციო ომი და ტერმინოლოგიური „დივერსიები“ ქართველი ერის დასანაწევრებლად. წიგნი განკუთვნილია არა მხოლოდ სპეციალისტების, არამედ ქართველთა დედაენისა თუ კულტურის აქტუალური საკითხებით დაინტერესებული ფართო საზოგადოებისათვის.

წიგნის შესახებ ისაუბრა პროფესორმა ტარიელ ფუტკარაძემ. ღონისძიება დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მიეღო პასუხები მათთვის საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით.
ღონისძიებას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რესურსცენტრის თანამშრომლები და სკოლების პედაგოგები ესწრებოდნენ.
(NS)
ავტორი: ექსპრესნიუსი,