|
2019-04-23 11:07:33, 2409 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის ძალების ყველა ბრიგადა ახალი სპორტული ინვენტარით აღიჭურვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა სენაკში, II ქვეით ბრიგადაში დაათვალიერა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ახლადგარემონტებული სპორტული კომპლექსი მოინახულა, რომელიც ევროპულ სტანდარტებს აკმაყოფილებს და აღჭურვილია უახლესი სპორტული ინვენტარით, სავარჯიშო ტრენაჟორებითა და საშხაპეებით. მას ერთდროულად 50 სამხედრო მოსამსახურის მიღება შეუძლია. ლევან იზორიამ ბაზაზე არსებული კალათბურთის დარბაზი და საცურაო აუზიც დაათვალიერა, სადაც თავდაცვის მინისტრის განკარგულებით, სამხედრო მოსამსახურეების შვილები უფასოდ ვარჯიშობენ. საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობების სამხედრო ბაზებზე არსებულ სპორტულ დარბაზებში თავდაცვის უწყების თანამშრომლების ბავშვებისთვის სპორტის სხვადასხვა სახეობაში წრეები ფუნქციონირებს, სადაც ახალგაზრდებს საშუალება აქვთ მიიღონ სპორტული გამოცდილება და გაიუმჯობესონ ფიზიკური კონდიციები. თავდაცვის მინისტრის ინიციატივით, 2019 წელს თანამედროვე სპორტული დარბაზები უკვე გაიხსნა ქუთაისის III ქვეითი და ხონის VI საარტილერიო ბრიგადების, ასევე გორში I ქვეითი ბრიგადის და ვაზიანის IV მექანიზებული ბრიგადის ბაზებზე. სპორტული კომპლექსები ასევე, გაიხსნა ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობაში და სპეციალური ოპერაციების ძალებში. სპორტული კომპლექსები აღჭურვილია უახლესი სავარჯიშო ინვენტარით. სამხედრო მოსამსახურეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქვედანაყოფებში სპორტული დარბაზების განახლება და თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა სამხედროებში ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას და ქვედანაყოფებში სხვადასხვა სპორტული სახეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს.
(NS)
რუბიო ჩინეთში სხვა სახელით გაფრინდა, რათა თავი აერიდებინა ჩინეთის სანქციებისთვის
ტრამპმა უარყო პუტინთან დონბასის რუსეთისთვის დათმობასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების არსებობა
ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე – რაგბის კავშირი
პუტინმა განაცხდა უკვე მეშვიდედ, რომ რაკეტა სარმატა გამოსცადა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)