|
2015-06-25 16:44:51, 1305 ნახვა
მსოფლიო
პაკისტანში ძლიერმა გვალვამ 800-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა
სინდის პროვინცის დედაქალაქ კარაჩში სიცხის შედეგად 780 ადამიანი დაიღუპა, გარდაცვალების ცნობები სხვა პროვინციებიდანაც მოდის. ბიბისი-ს ცნობით, პაკისტანის მთავრობას კრიზისის მოსაგვარებლად საჭირო ნაბიჯების გადაუდგმელობისათვის აკრიტიკებენ. მთავრობა, ხალხს მზის ჩასვლამდე სახლში დარჩენისაკენ მოუწოდებს. სამშაბათს პაკისტანში მაქსიმალურმა ტემპერატურამ 45 გრადუსს მიაღწია. პაკისტანის პრემიერ მინისტრმა საგანგებო ზომები მიიღო და ჯარისკაცებს დაავალა მზის დარტყმის შედეგად დაშავებულთათვის თავშესაფრების აგება. ამჟამად ტემპერატურა 34 გრადუსამდე დაეცა, მაგრამ მოსახლეობა უკმაყოფილოა, რადგან ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო ვერ ახერხებენ კონდინციონერებისა და სხვა გამაგრილებელი საშუალებების თავისუფლად გამოყენებას.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)