|
2015-06-24 19:15:23, 1407 ნახვა
მსოფლიო
ერევანში საპროტესტო აქციები განახლდა
ერევანში საპროტესტო აქციები განახლდა. აქციის ექვსი ათასამდე მონაწილემ მეორედ სცადა პრეზიდენტის რეზიდენციის მიმართულებით მარშის მოწყობა. პირველი მცდელობა პოლიციამ წყლის ჭავლით დაშალა და დააპატიმრა ორასამდე დემონსტრანტი. ბიბისის კორესპონდენტის ცნობით, ამჟამად ერევანის ცენტრალურ თავისუფლების მოედანზე პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ პირველი აგვისტოდან ელექტროენერგიის გადასახადის 17-22%-ით გაზრდას. სომხური ელექტროენერგიის ქსელი რუსული კომპანიის მფლობელობაშია, რომელიც აცხადებს, რომ გადასახადის გაზრდა ნაციონალური კურსის ვარდნასთანაა დაკავშირებული. სომხეთისათვის ეკონომიკური პრობლემები მას შემდეგ დაიწყო, რაც მან თურქეთთან და აზერბაიჯანთან საზღვრები ჩაკეტა ნაგორნო-ყარაბაღის კონფლიქტის გამო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)