|
2019-04-10 01:00:33, 1464 ნახვა
პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი - რაც ხდება თიბისი ბანკის ირგვლივ და ხაზარაძის ირგვლივ, მიმაჩნია რომ ისინი უტევენ ხელისუფლებას
“რაც ხდება თიბისი ბანკის ირგვლივ და ხაზარაძის ირგვლივ, მიმაჩნია რომ ისინი უტევენ ხელისუფლებას, ვიდრე ხელისუფლება მათ უტევს. – ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. “საბაკო სისტემაზე და ჩემზე რომ მიანიშნებენ მე თავს უფლევას მივცემ და შევახსენებ საზოგადოებას რომ სწორედ „ქართუ ბანკმა“ ჩანასახში როდესაც საბანკო სისტემა ვითარდებოდა საქართველოში და „აბსოლუტ ბანკი“ გაკოტრდა, სწორედ „ქართუ ბანკმა“ მოახერხა მაშინ და მისი გახნის მიზეზის სწორედ ეს გახლდათ, რომ არა ფული მეკეთებინა საქართველოში, არამედ რომ დავხმარებოდი საბანკო - საფინანსო სისტემის განვითარებას და საინვესტიციო კლიმატი გამეუმჯობესებინა ქვეყანაში. „აბსოლუტ ბანკი“ და მე ამას მწამებენ, რომ დაანგრია საბანკო სისტემა, გაიხსენონ ვინც იყვნენ მონაწილეები, მაშინდელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტსაც შეგიძლიათ კითხოთ, როგორი მძიმე სიტუაცია იყო, როგორ დავიხსენით ეს ძალიან ცუდი სიტუაცია და გადავიყვანეთ პოზიტიურში. რაც შეეხება ზოგადად თიბისი ბანკთან და მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, პროცესი დასრულებულია და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ღირსეული ნაბიჯები გადადგა - მან ეს ყველაფერი დაამტკიცა, დაამტკიცა პარლამენტში, დაამტკიცა საჯაროდაც, ლონდონშიც იყო საჩივრები, იქაც გაკეთდა შესატყვისი რეაქციები და ეს ორი პიროვნება გამოყვანილი არიან სამეთვალყურეო საბჭოდან. ბანკმა ჯარიმაც გადაიხადა. კითხვები აღარაა, თუმცა არ ცხრებიან ოპონენტები. საფუძვლად აქვთ 10-11 წელი და არა ის, თუ რატომ მოხდა ეს ტრანზაქცია, რომელიც ძალიან უხეშია. თუ საბანკო სისტემაში შეიძლება უხეში ქმედებები, ამაზე უხეში მე ვერც წარმომიდგენია, რაც მაშინ მოხდა. 10-11 წელს რაც შეეხება, ჯერ ერთი, ეს კანონიერების ფარგლებშია, კანონი ამას ითვალისწინებს, მეორე, 2012 წელს, ჩვენ როდესაც მოვედით, 1 ოქტომბერს ჩვენ გავიმარჯვეთ, მათ მოახერხეს 29-ში, უკანა რიცხვით, დასვენების დღეს ამ კრედიტის ჩამოწერა. ხანგრძლივობასც თუ შევხედავთ, არ არის მაინც და მაინც 11 წელი. 11 რომც იყოს მოიშველიონ კანონი და თქვან, რომ კანონი ირღვევა. დღეს რომ მომხდარიყო ეს ტრანზაქცია კარგი იქნებოდა? რას იტყოდნენ ამაზე? ტრანზაციაზე აგონ პასუხი როგორი უხეშია. მე აღარ მოვყვები, რამდენჯერმე ითქვა ტელევიზიით 17 მილიონი როგორ გაიცა, ასეთი უხეშო ტრანზაქცია. ამას არ სჭირდება პროფესიონალი ფინანსისტობა ან ბანკირობა, რომ ეს გაიგო. ამის შემდეგ როგორ ამოეღებათ ხმა. – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: გიორგი ბაზაევი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2010 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)