05:17 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-09 16:29:30, 2055 ნახვა

რეგიონი
ოზურგეთში ტყე იწვის - ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

ოზურგეთში, დაბა ლაითურთან მდებარე შერეული ტიპის ტყეში ხანძარია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.

"წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 20 ჰექტარი ფართობი. ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ცეცხლის ქრობის პროცესში ჩართულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ცოცხალი ძალა", - აცხადებენ უწყებაში.

ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics