|
2019-04-08 11:08:46, 1412 ნახვა
პოლიტიკა
თალაკვაძე: „ქართულ ოცნებას“ ესმის მოსახლეობის ხმა, დაკვეთა და ასრულებს იმას, რაც სურს საზოგადოებას
"ქართული ოცნება" თქვენთან ერთად წარვადგენთ ზესტაფონში მერის შუალედურ არჩევნებში კანდიდატს, რომელიც არის განათლებული, პრინციპული, წესიერი ადამიანი, ერთ-ერთი, ვინც სიმართლისათვის ძალიან გრძელი გზა და ძალიან ბევრი გამოიარა“ - ასე წარადგინა უმრავლესობს ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ზესტაფონს მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე. არჩილ თალაკვაძის თქმით, შუალედური არჩევნები იმის დასტურია, რომ ხელისუფლებას და "ქართულ ოცნებას" ესმის თავისი მოსახლეობის ხმა. „როდესაც გიორგის ხელი ჩამოვართვი, კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რისიც ყოველთვის მჯეროდა, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. არის შეზღუდული გარემო, ჩვენ ყველამ ეს გარემო უნდა გავხსნათ და გავაუმჯობესოთ. თქვენ კარგად იცით რას ნიშნავს ქალაქისთვის კარგი მერი და სწორედ თქვენი ნება-სურვილით ტარდება აქ შუალედური არჩევნები. ეს არჩევნებიც არის ზუსტად იმის დასტური, რომ ხელისუფლებას და "ქართულ ოცნებას" ესმის თავისი მოსახლეობის ხმა, დაკვეთა და ასრულებს იმას, რაც სურს საზოგადოებას.ზუსტად ამისთვის, ჩვენ გვინდა გთხოვოთ, განვაახლოთ ზესტაფონში მანდატი. ავირჩიოთ კიდევ ერთხელ მერი, რომელიც ბოლომდე მიიყვანს დაწყებულ საქმეებს, რაც თქვენ გჭირდებათ. ვიცი, რომ აქ აშენდა არაერთი საბავშვო ბაღი, გაკეთდა სვირისა და როდინაულის გზა, კაპიტალუტად განახლდა სკოლა, გაზიც ბევრ სოფელში და ბევრ ადგილას მიიყვანა ხელისუფლებამ, მაგრამ ისიც ძალიან კარგად მესმის, რომ რჩება კიდევ ძალიან ბევრი ადგილი, სადაც ჩვენ გვაქვს გასაკეთებელი კონკრეტული საქმე. ხელისუფლების ყურადღებას ელოდებიან ადამიანები. სწორედ ამიტომ გვინდა რომ მხარი დაგვიჭიროთ, რათა ერთად გავაკეთოთ ეს საქმეები“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. უმრავლესობის ლიდერმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურულ და ენერგეტიკის სფეროში განხორციელებულ პროექტებზე, ასევე საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებაზე. მისი თქმით, პრემიერ-ნიმისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ წარადგინა უპრეცედენტო პროექტი. „ქუთაისში კეთდება ახალი მასშტაბური წარმოება, რომელიც ელექტროავტოობილებს გამოუშვებს, რომელიც გავა ექსპორტზე და ჩვენი მოქალაქეებისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
(NS)
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)