|
2019-04-05 14:21:26, 1412 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე: დებატებში ანგარიში ხელისუფლების სასარგებლოდაა - ოპოზიციას პოლიტიკური შოუს ელემენტები შემოაქვს
ანგარიში ჯერჯერობით არის აღმასრულებელი ხელისუფლების სასარგებლოდ ოპოზიციის წინააღმდეგ, ამიტომ შემოგვაქვს პოლიტიკური შოუს ელემენტები, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს უსმენენ. როგორც კობახიძემ განმარტა, 12 წლის განმავლობაში პარლამენტს არ ჰქონდა შესაძლებლობა ისეთი ინტენსივობით მოესმინა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, როგორც ეს ახალი რეგლამენტით არის შესაძლებელი. „დღეს კობა გვენეტაძე არის მობრძანებული პარლამენტის პლენარული სხდომის ფორმატში და ის მოგვახსენებს ორ თემასთან დაკავშირებით მოსაზრებებს, ასევე გასცემს კითხვებს პასუხებს. რაც შეეხება, კომიტეტზე მოსვლის საკითხს, ამაზეც, ბუნებრივია, შეიძლება დაისვას კითხვა და გაიცეს პასუხი, თუმცა ეს არ არის აქ მსჯელობის საგანი. აქედან გამომდინარე, ჩემი შემოთავაზება იქნება, რომ კონცენტრირება მოვახდინოთ ძირითად საკითხზე. კობა გვენეტაძემ უნდა წარადგინოს მოხსენება ორ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით. კარგია, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ამ საკითხებზე დავსვათ ყველა კითხვა და მივიღოთ პასუხი. ამის შესაძლებლობა არც ერთი წინა რეგლამენტით არ ჰქონდა არც ერთ პარლამენტს. ახალ პარალამენტს ამის შესაძლებლობა აქვს და ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა, რაც ამ 4 წლის განმავლობაში გვაქვს. წინა 12 წლის განმავლობაში სულ რვაჯერ ესტუმრა პლენარულ სხდომას ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი, მათ შორის, მინისტრი, პრემიერ-მინისტრი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და ა.შ. ეს რეკორდი მოიხსნა ამ სამი თვის განმავლობაში. მოდიან მინისტრები, არის სრული შესაძლებლობა, რომ დაისვას კითხვები და ამ კითხვებს მინისტრები სცემენ შესაბამის პასუხებს. რაც შეეხება წინა დებატებს, დავინახეთ, რომ ანგარიში ჯერჯერობით არის აღმასრულებელი ხელისუფლების სასარგებლოდ ოპოზიციის წინააღმდეგ. მესმის, რომ ამიტომ შემოგვაქვს პოლიტიკური შოუს ელემენტები, ესეც არ არის არასწორი მოვლენა, მსაჯი არის საზოგადოება. საპარლამენტო ცხოვრებისთვის ნორმალურია ის, რომ თუნდაც ზედამხედველობის ფორმატში შემოგვაქვს პოლიტიკური შოუს ელემენტები, მაგრამ მთავარია კონცენტრაცია შინაარსზე. ბატონი კობა გააკეთებს მოხსენებას. გამოვხატავთ პოზიციებს და ამას შეხედავს საზოგადოება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)