|
2019-04-01 19:17:01, 1448 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი: ნატო საქართველოს სანაპირო დაცვას გაძლიერებაში ეხმარება
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვაშინგტონში დაგეგმილი მინისტერიალის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოში ჩატარებულ წვრთნებზე და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე ისაუბრა. გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ალიანსი საქართველოს სანაპირო დაცვას გაძლიერებაში ეხმარება და ნატო საქართველოს მხარდაჭერას გააგრძელებს. "ნატო-მ უკვე გააფართოვა წარმომადგენლობა შავ ზღვაში. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან რეგიონში. გასულ კვირას, თავად გახლდით და ვიხილე „ნატო-საქართველოს სწავლება“. დღეს ნატო-ს გემები არიან უკრაინასა და საქართველოში. ეს გემები ჩაერთვებიან სწავლებაში სახელწოდებით „ზღვის ფარი“, რომელიც შავ ზღვაში გაიმართება. ველოდები, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნების მინისტრები შეათანხმებენ ახალ ზომებს და რეგიონში არსებული სიტუაციის შესახებ ჩვენ უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება. ასევე გაძლიერდება საქართველოს და უკრაინის მხარდაჭერა, ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზღვაო ძალებისა და სანაპირო დაცვის სამსახურის წვრთნები, ვიზიტები პორტებში და სწავლებები, ასევე ინფორმაციის გაცვლა. შემიძლია გითხრათ, რომ მინისტერიალზე შეთანხმდებიან ზომებზე, რომელიც წვრთნას უკავშირდება. სწავლებები ტარდება და ამას ვხედავთ. ერთი კვირის წინ პირადად დავესწარი ნატო-საქართველოს წვრთნას. ასევე საუბარია საზღვაო ძალების გაწვრთნაზე. ნატო საქართველოს ეხმარება სანაპირო დაცვას გაძლიერებაში და განვიხილავთ დამატებით რისი გაკეთება შეიძლება. შარშან ნატოს გემებმა 100-ზე მეტი დღე გაატარეს შავ ზღვაში რაც 2017 წელთან შედარებით უფრო დიდი პერიოდია. ეს აჩვენებს ნატოს ყოფნას რეგიონში. მეტი ცნობადობისთვის არსებულ ვითარებაზე მნიშვნელოვანია ინფორმაციის გაცვლაც“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)