08:56 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-01 14:52:27, 1620 ნახვა

სამართალი
ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

გორის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობასა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული გ.ლ. დამნაშავედ ცნო.

უწყების ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 29 ივნისს, ღამის საათებში, ქ.ხაშურში, გ.ლ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ზ.ხ-ს მუცლის არეში, ხოლო ო.თ.-ს გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ჭრილობის შედეგად ზ.ხ. საავადმყოფოში გარდაიცვალა, ხოლო დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად ო.თ.-ს გადარჩენა მოხერხდა.

"სამართალდამცველებმა გ.ლ. 2018 წლის 30 ივნისს, ქ.ხაშურში დააკავეს. მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა შეეფარდა.

გორის რაიონულმა სასამართლომ გ.ლ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics