19:10 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-28 16:29:02, 1513 ნახვა

პოლიტიკა
სერგეენკო: შეთანხმებას მივაღწიეთ - სოცმუშაკებს ხელფასები გაეზრდებათ

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ სოციალური მუშაკების გაფიცვა შეწყდება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ გაფიცულ სოციალურ მუშაკებთან შეთანხმება მიაღწეულია.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რაზე შეთანხმდნენ შეხვედრაზე, მინისტრმა განაცხადა, რომ სამოქმედო გეგმა, რომელიც სამინისტროს აქვს დასახული სოცმუშაკების პრობლემების მოსაგვარებლად, უმეტესწილად მათთვის მისაღებია. კერძოდ, ხელფასების გაზრდა კანონით განსაზღვრულია და იგი დღეიდან 9 თვეში უნდა მოხდეს. სერგეენკოს თქმით, სოცმუშაკებს ხელფასი მოემატებათ და იგი 1200 ლარი იქნება.

„უკლებლივ ყველა პუნქტი განვიხილეთ. საბოლოოდ, მათი პოზიცია იყო, რომ ამ შეთანხმებას ფორმალიზებული დოკუმენტის სახით გააცნობენ სხვა მუშაკებს, მოისმენენ მათ მოსაზრებას და ამის მერე მიიღებენ გადაწყვეტილებას გაფიცვის შეწყვეტაზე. თუმცა, აქ საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია იყო მათგან, მე ვფიქრობ, არც ერთი კითხვა არ დარჩენილა პასუხგაუცემელი და ხვალიდან ალბათ შეყწდება გაფიცვა“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics