23:56 - 09 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-22 17:09:36, 442 ნახვა

პოლიტიკა
თემურ ჭკუასელი: მთის მინისტრის უწყებას სიამოვნებით ჩავიბარებდი

პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე თემურ ჭკუასელის განცხადებით, ის მთის მინისტრის სახელწოდებას იუმორით უყურებს. 

თუმცა, როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის საქართველოს რეგიონებს კარგად იცნობს და ამ უწყებასაც სიამოვნებით ჩაიბარებდა.
„ამ უწყების ამოცანებს სერიოზულად განვიხილავ. საპარლამენტო უმრავლესობაში არსებობს იდეა, რომ ასეთი დანაყოფი შეიქმნას, რომელიც მაღალმთიანი რეგიონების განვითარებაზე იმუშავებს. საქართველოს რეგიონებს ძალიან კარგად ვიცნობ და ამ უწყებასაც სიამოვნებით ჩავიბარებდი“, - აღნიშნა ჭკუასელმა. 
ცნობისთვის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავჯდომარე გია ჟორჟოლიანი მთის მინისტრის პოსტის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. 
როგორც მან, დღეს, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „მთის შესახებ“ პროექტს განიხილავდნენ, პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტი შემოვა, რომელიც მთის მინისტრის აპარატის შექმნას გაითვალისწინებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics