|
2019-03-25 10:55:00, 1329 ნახვა
პოლიტიკა
სტოლტენბერგი - როდესაც მზად ვიქნებით ნატო-ში საქართველოს მისაღებად, არც ერთ სხვა მხარეს არ ექნება ჩარევის უფლება
„საქართველო და ნატო-ს ქვეყნები ერთბლივად გადაწყვეტენ, როდის უნდა გახდეს ქვეყანა ალიანსის წევრი - არც ერთ სხვა მხარეს არ აქვს ამ საკითხში ჩარევის უფლება“, - ასე უპასუხა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასა და ამ პროცესში რუსეთის პოზიციას უკავშირდებოდა. როგორც სტოლტენბერგმა აღნიშნა, ნატო-სთვის პრინციპული მნიშვნელობისაა ის ფაქტი, რომ ყველა ერს გააჩნია თავისი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. „საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, მას თავად შეუძლია აირჩიოს რა უსაფრთხოების მექანიზმებში გაწევრიანდება. არა მარტო ნატო აცხადებს ამას, არამედ ეს პრინციპი შეთანხმებულია ყველა ერს შორის. რუსეთმაც განაცხადა ამაზე თანხმობა, მან ხელი მოაწერა ჰელსინკის საბოლოო აქტს და ბევრ სხვა დოკუმენტს, სადაც დადასტურებულია, რომ ყველა ერს აქვს საკუთარი მომავლის არჩევის უფლება, სამხედრო ალიანსში გაწევრიანება და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, საქართველომ უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა მას მომავალში და ჩვენ როცა მზად ვიქნებით თქვენს მისაღებად, სხვას არავის ექნება ამ შემთხვევაში გამოკვეთილი აზრი იმდენად რამდენადაც, ჩვენ არ ვაძლევთ ძლიერ სახელმწიფოებს მიკერძოებული აზრის ქონის შესაძლებლობას. საქართველოსთან მეზობლობა ჩრდილოთით, რა თქმა უნდა გასაგებია, მაგრამ ნორვეგიაც არის მსგავს სამეზობლოში. რუსეთი, ან ნებისმიერი სხვა სახელმწიფო ვერ იტყვის მეზობელმა რა უნდა გააკეთოს. 49 წელს გახდა ნორვეგია ალიანსის წევრი, სტალინს არ მოეწონა ეს ფაქტი მაგრამ ალიანსის წევრი ქვეყნები ამბობდნენ, რომ სტალინის ნებას კი არ მივყვებით, ჩვენ შეთანხმებულად ვმოქმედებთ. იგივე მოხდება საქართველოს შემთხვევაშიც. ეს თქვენზეა დამოკიდებული. ალიანსის 29 წევრი ქვეყნის და თქვენი გადასაწყვეტია. ალიანსში ყველა მოკავშირე ქვეყანამ განაცხადა, რომ საქართველო გახდება აუცილებლად ნატო-ს წევრი და რომელიმე ერთი ქვეყნის გადასაწყვეტი არ არის საქართველო გახდება თუ არა ნატო-ს წევრი. თქვენ უნდა განახორციელოთ რეფორმები, აუცილებელია თავდაცვის სისტემების მოდერნიზაცია, სასამართლო სისტემის, ნატო-ს სტანდარტები უნდა დაკმაყოფილდეს. თქვენ დიდი წინსვლა გაქვთ და ამას ვაღიარებთ. მოგიწოდებთ კიდევ უფრო მეტი გაკეთდეს საქართველოს სასიკეთოდ, ნატო-ს სასიკეთოდ. ასე რომ ალიანსის წევრი ქვეყნები და საქართველო ერთობლივად გადაწყვეტენ, როდის იქნება ქვეყანა მზად გაწევრიანებისთვის“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)