22:43 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-21 19:17:22, 1705 ნახვა

კომენტარი
ბოკერია - „ოცნება“ მეშვიდე წელია მხოლოდ ოპონენტების წინააღმდეგ სიძულვილით საზრდოობს

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ყოფნის შვიდი წლის შემდეგ მხოლოდ ოპონენტების სიძულვილი აძლევს ენთუზიაზმს. 

როგორც ბოკერიამ ჟურნალისტის განუცხადა, „ქართული ოცნების“ მმართველობა მშვიდობიანად და არჩევნების გზით უნდა დასრულდეს. 

„ადამიანები, რომლებიც აირჩიეს, იმისთვის, რომ საკუთარ ქვეყანას ემსახურებოდნენ, საკუთარი მოქალაქეების ინტერესები დაიცვან, დღემდე, ხელისუფლებაში ყოფნის მეშვიდე წელს, არსებობენ და საზრდოობენ ოპონენტების წინააღმდეგ სიძულვილით. ხელისუფლებაში ყოფნის შვიდი წლის შემდეგ, მხოლოდ ეს აძლევთ ენთუზიაზმს. „ქართული ოცნების“ მხარეს დარბაზიც გამოცოცხლდა, იქამდე ტრაგიკული სახეებით ისხდნენ. ამ ხალხს „გასახარებელი“ სხვა არაფერი არ აქვთ, მაგრამ ქვეყნისთვის ეს ძალიან მძიმე სურათია. არ შეიძლება ხელისუფლებაში იყოს ხალხი, რომელიც მხოლოდ ოპონენტების სიძულვილით საზრდოობს, თან ასეთი საოცარი ფორმით, რასაც ქალბატონი წულუკიანი აკეთებს, არის მისი პერსონალური ტრაგედია. ქვეყნისთვის კი უბედურებაა , რომ ეს ხალხი დღემდე ხელისუფლებაშია და ამიტომ მათი მმართველობა მშვიდობიანად და არჩევნების გზით უნდა დავასრულოთ“, - აცხადებს გიგა ბოკერია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics