02:34 - 26 Jun, 2026
|
2019-03-21 17:46:31, 1530 ნახვა
სამართალი
ვალესა და კარწახში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს
17-18 მარტს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,ვალე“ და ,,კარწახი“, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, ირანის ისლამური რესპუბლიკისა და თურქეთის მოქალაქეებს, ს.მ.-სა და დ.მ-ს კუთვნილი ხელჩანთების დათვალიერებისას, ნარკოტიკული (105 აბი) და ფსიქოტროპული (80 აბი) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოვლინდა. საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტში ორივე ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)