02:37 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-20 16:27:54, 1995 ნახვა

რეგიონი
თეა წულუკიანი: სამცხე ჯავახეთში რიგით მეხუთე რეგიონული არქივი შენდება

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, სამცხე ჯავახეთში რიგით მეხუთე რეგიონული არქივი შენდება.

ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტში, ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„წელს და გაისად, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მშენებლობებს, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია სერვისების ხელმისაწვდომობისთვის. მაის-ივნისში გავხსნით ხონში იუსტიციის სახლს, იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს ბოლნისში, ასევე მიმდინარეობს სამხე-ჯავახეთში ეროვნული არქივის რეგიონული ფილიალის მშენებლობა. ეს იქნება რიგით მეხუთე რეგიონული არქივი, რომელიც ბოლო ექვსი წლის მანძილზე აშენდა", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ახალ შენობებში განთავსდა: ქვემო ქართლის რეგიონული არქივი; კახეთის რეგიონული არქივი; სამეგრელოს რეგიონული არქივი; ქუთაისის ცენტრალური არქივი.

 

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics