03:51 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-19 10:34:53, 1493 ნახვა

ეკონომიკა
რეგინა აიპი - ვფიქრობ, ჰონგ კონგის კომპანიებმა საქართველოში ბიზნესის გაფართოება უნდა განიხილონ

„ვფიქრობ, ჰონგ კონგის კომპანიებმა უნდა განიხილონ საქართველოში ინვესტირებასა და მსოფლიოს ამ ნაწილში ბიზნესის გაფართოების შესაძლებლობა“, - ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის აღმასრულებელი საბჭოს წევრმა რეგინა აიპმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან გიორგი ქობულიასთან ჰონგ კონგის ბიზნესდელეგაციის შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 „მინისტრმა  დეტალურად გაგვაცნო საქართველოს ეკონომიკური სისტემა. ჰონგ კონგი და საქართველო ძალიან ჰგავს ერთმანეთს ისეთ  მიმართულებებში, როგორიც არის სამართლებრივი სისტემა, საგადასახადო სისტემა, ბაზარზე ორიენტირებული ეკონომიკა, დიდი ყურადღება ინოვაციებისა და ტექნოლოგიების მიმართ. საქართველო უკვე აქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ჰონგ კონგთან და ასევე ასოცირების შეთანხმება ევროკავშირთან. მნიშვნელოვანია, რომ თქვენი ქვეყანა მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე," - განაცხადა რეგინა აიპმა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის მაღალი დონის ბიზნესდელეგაცია საქართველოში 18 მარტს ჩამოვიდა. ვიზიტის მიზანია დეგელეგაციის წევრები და კერძო სექტორის წარმომადგენლები გაეცნონ იმ ბიზნეს და საინვესტიციო შესაძლებლობებს რასაც საქართველო სთავაზობს „ერთი გზა-ერთი სარტყელის" ინიციატივის ფარგლებში.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics