00:13 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-15 18:15:10, 1451 ნახვა

სამართალი
თალაკვაძე: რეფორმები, რომელსაც გახარია და შსს ახორციელებს, დანაშაულის პრევენციისთვის არის პროგრესული

„რეფორმები, რომელსაც მინისტრი გახარია და სამინისტროს გუნდი ახორციელებს, როგორც დანაშაულზე რეაგირების, ასევე დანაშაულის პრევენციის მიმართულებით არის პროგრესული“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნარკოდანაშაულთან შინაგან საქმეთა სამინისტრო უკომპრომისოა.

„ჩატარებული საპოლიციო მოქმედებებით ჩანს, რომ ორგანიზებულ ნარკოდანაშაულთან შინაგან საქმეთა სამინისტრო უკომპრომისოა. დაფინანსების გაზრდა შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის იყო სწორი ნაბიჯი და მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვისას პარლამენტში, ეს შედეგები იქნება გათვალისწინებული. რეფორმები, რომელსაც მინისტრი გახარია და სამინისტროს გუნდი ახორციელებს, როგორც დანაშაულზე რეაგირების, ასევე დანაშაულის პრევენციის მიმართულებით არის პროგრესული“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics