02:17 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-14 18:20:02, 1620 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ქობულიამ „ტოშიბა“-ს საქართველოში წარმოების გახსნა და რეგიონული ოფისის ამოქმედება შესთავაზა

იაპონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია „ტოშიბა" - ს უფროს მმართველ დირექტორს სატოჩი ცუნაკავას შეხვდა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ იაპონური კორპორაციის უფროს მმართველ დირექტორს საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. აღინიშნა ის უპირატესობები ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, რომლებიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან, დსთ-ს სახელმწიფოებთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების, აგრეთვე ბიზნეს-მეგობრული კანონმდებლობის სახით. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის გაუმჯობესებულ რეიტინგებზე, რომლებშიც დადებითად არის შეფასებული საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები.

ქართულმა მხარემ „ტოშიბა" - ს  პროდუქციის საქართველოში წარმოება, რეგიონული ლოგისტიკური ცენტრის გახსნა და რეგიონული სათაო ოფისის ამოქმედება შესთავაზა. იაპონური კორპორაციის ხელმძღვანელი დაინტერესდა აღნიშნული შეთავაზებით და აღნიშნა, რომ მასზე დაყრდნობით მოკვლევას განახორციელებს.

შეხვედრაზე „ტოშიბა" - ს მხარემ გამოთქვა დაინტერესება საქართველოში ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროექტების შესახებ. აღსანიშნავია, რომ იაპონური კორპორაცია მსოფლიოში ენერგოტურბინების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. ამდენად, „ტოშიბა" გეგმავს, საქართველოს ბაზარი ამ მიმართულებითაც შეისწავლოს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics