11:26 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-11 14:55:20, 1396 ნახვა

პოლიტიკა
აბესაძე: TBC-ზე კიბერთავდასხმის მიზანი შესაძლოა კონკრეტული კლიენტების ფინანსურ ინფორმაციაზე წვდომაა

 „TBC-ზე კიბერთავდასხმის მიზანი შესაძლოა ყოფილიყო კონკრეტული კლიენტების ფინანსურ ინფორმაციაზე წვდომის მოპოვება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მამუკა ხაზარაძეზე „ორკესტრირებულ შეტევას“ ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.

 „თიბისი ბანკმა“ უზრუნველყო, რომ დაედგინა კონკრეტული მისამართი, თუ საიდან განხორციელდა კიბერშეტევა, დაედგინა ადამიანების სახელები და გვარები, ვინ მუშაობს იქ, დაედგინა ამ, ჯგუფის სავარაუდო ხელმძღვანელი - ბატონი კოკა ყანდიაშვილი, რომელიც პირდაპირ კავშირში არის „ქართულ ოცნებასთან“ და სწორედ ეს თითქოს უმნიშვნელო დეტალი ჩვენ გვაჩვენებს თუ როგორ არის მართლაც აწყობილი ის ორკესტრი, რომელიც ივანიშვილის დაკვეთით მუშაობს „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ - ბატონი გახარია, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, „ქართული ოცნების“ PR ჯგუფი, ბატონი კოკა ყანდიაშვილი, მათ მიერ დაქირავებული ადამიანები, რომლებსაც შესაძლებელია ხელფასს მათ შორის, ბიუჯეტიდანაც უხდიდნენ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების, სწორედ მოქმედებენ თიბისი ბანკის წინააღმდეგ და მოქმედებენ „თიბისი ბანკის“ კლიენტების წინააღმდეგაც, ვინაიდან შესაძლებელია, ამ კიბერთავდასხმის მიზანი ყოფილიყო კონკრეტული კლიენტების ფინანსურ ინფორმაციაზე წვდომის მოპოვების ინტერესიც“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics