|
2019-03-05 16:34:06, 1630 ნახვა
კომენტარი
პროკურორი - ხაზარაძემ კომპიუტერში დაბეჭდილი წერილი წარადგინა, თუმცა მას არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვს
"თიბისი ბანკის" საქმის პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილის ინფორმაციით, ბანკის დაფუძნებელმა მამუკა ხაზარძემ კომპიუტერში დაბეჭდილი წერილი წარადგინა, თუმცა პროკურორის მტკიცებით, მას არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ აქვს. გარდა ამისა, ტყეშელაშვილის თქმით, მამუკა ხაზარაძე შუამავალს ვისგანაც ეს წერილი მიიღო არ ასახელებს. “წარმოდგენა რომ გქონდეთ,ეს არის ჩვეულებრივი წერილი, კომპიუტერში დაბეჭდილი ტექსტით, რომლის შედგენაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. აღნიშნულ ფურცელზე არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშანი არ არსებობს. მას გააჩნია ვალდებულება დაასახელოს შუამავალის ვინაობა. ჩვენთვის გაუგებარი მიზეზის გამო ის შუამავალს არ ასახელებს. შინაარსს რაც შეხება, ეს წერილი ჩვენ არ გადმოგვცემია, სასამართლოს აქვს ჯერჯერობით. ჩვენ გავაკეთებთ ყელაფერს, რომ დადგინდეს ამ წერილის წარმომავლობა", - განაცხადა პროკურორმა. შეგახენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე საათის განმავლობაში "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის გამოკითხვა მიმდინარეობდა. გამოკითხვას მაგისტრი მოსამართლე ესწრებოდა. შეხვედრა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც გუშინ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენის დროს ბიზნესმენმა შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მუქარაში დაადანაშაულა. ხაზარაძის თქმით, მან არჩევნების მეორე ტურამდე გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო, სადაც როგორც ბანკის დამფუძნებელი ამბობს, მინისტრი ბიზნესმენის რეპუტაციის შელახვაზე საუბრობდა. ამის შემდეგ ხაზარაძემ პარლამენტში, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა, რასაც "ევროპულმა საქართველომ" მხარი დაუჭირა და შესაბამისი ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. ამ განცხადების შემდეგ "ნაციონალურმა მოძრაობამ" შს მინისტრის გადადგომა მოითხოვა, ხოლო მმართველ პარტიაში განაცხადეს, რომ მამუკა ხაზარაძეს უნდა წარმოედგინა მის მიერ ხსენებული მუქარის შემცველი წერილი, რადგანაც ზოგადი საუბარი კითხვის ნიშნებს აჩენს. თავად გიორგი გახარიამ ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ წერილებს არავის წერს. მან ხაზარაძეს პრივილეგირებული ბიზნესმენი უწოდა. ცნობისთვის, დაკითხვის დასრულების შემდეგ, მამუხა ხაზარაძემ განაცხადა, რომ შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიღებული წერილი ლონდონში, ექსპერტიზაზე გაგზავნა.
ელენე ხოშტარიას დედა ბიძინა ივანიშვილს - ვერ გადამირჩები! მე გეყოფი შენ!
მსოფლიო გელოდება MyCellfie APP-ში! მოიგე მეგაბაიტები, ყველაფერი ულიმიტო და PlayStation 5
სპეციალური პენიტენციური სამსახური - ელენე ხოშტარია უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით
სამართალდამცველებმა „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)