19:01 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-04 17:49:54, 1815 ნახვა

რეგიონი
აჭარის ტურისტული პროდუქტები ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგინეს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აგრძელებს რეგიონის პოპულარიზაციას საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე.

ამჯერად, აჭარის ტურისტული პროდუქტები ვროცლავის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი, სადაც ვიზიტორებს რეგიონში მოგზაურობისა და ტურისტული შესაძლებლობების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეეძლოთ.

პოლონეთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია აჭარისთვის, სადაც დეპარტამენტი აქტიურ ონლაინ და სარეკლამო კამპანიებს აწარმოებს. წლის განმავლობაში კი სამ საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს. მზარდია რეგიონში პოლონელი მოგზაურების ვიზიტების რაოდენობაც, რაც 2018 წელს 11,5%-იან ზრდას ითვალისწინებდა.

2019 წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ჯამში 27 საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გაუწევს რეგიონს პოპულარიზაციას, მათ შორის ისეთ მსხვილ და მნიშვნელოვან გამოფენებზე, როგორებიცაა ბერლინის, ფრანქფურტის, დუბაის, ბარსელონას, ლონდონისა და საფრანგეთის საერთაშორისო ტურისტული გამოფენები.

 

 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics