2019-03-02 10:09:56, 566 ნახვა
რეგიონი
ნაქერალას უღელტეხილზე მსუბუქი ავტოტრანსორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ნაქერალას უღელტეხლზე მსუბიქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
დეპარტამენტის ცნობით, ამ ეტაპზე, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ37-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ, ნაქერალას უღელტეხილზე, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო წუხელ, გვიან ღამით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა და ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად დღეს დილას, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ავტორი: ,