17:45 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-27 10:16:45, 1747 ნახვა

სამართალი
შსს-მ ქუთაისში ძარცვის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად, ძალადობისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1998 წელს დაბადებული ა. ბ. ძარცვის 
ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ქალაქ ქუთაისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, საქართველოში დროებით მცხოვრებ ინდოეთის მოქალაქეს 450 ლარი და პირადი დოკუმენტები გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გატაცებული დოკუმენტები ამოღებულია ნივთმტკიცებად.

გამოძიება ძარცვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics