17:45 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-25 12:04:49, 1417 ნახვა

სამართალი
დავით კირკიტაძეს 15 000 ადამიანი თავდებში უდგება

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ წევრს დავით კირკიტაძეს, რომლის სასამართლო პროცესი გურჯაანის სასამართლოში ცოტა ხანში დაიწყება, 15 000 ადამიანი თავდებში უდგება. 

კირკიტაძის ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი სასამართლო სხდომაზე ხსენებული მოქალაქეების ხელმოწერებს წარადგენს და მისი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობის შეწყვეტას მოითხოვს. 

ინფორმაციას "რუსთავი 2" ავრცელებს. 

ცნონბისთვის, დავით კირკიტაძეს გურჯაანის სასამართლომ 12 თებერვალს წინასწარ პატიმრობაში დატოვა. 

შეგახსენებთ, კირკიტაძეს ბრალი კახეთის პოლიციის დეპარტამენტში 19 დეკემბერს წარუდგინეს. გამოძიება კირკიტაძეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, ველისციხეში 16 დეკემბერს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის. დანაშაული 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე დავით ქაშიაშვილი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics