16:07 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-22 11:05:43, 1370 ნახვა

სამართალი
საქართველო საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს

ვენაში საქართველო საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის (IACA) პრეზიდენტად აირჩიეს. საერთაშორისო ორგანიზაციას და, ამავე დროს, უმაღლესი განათლების ინსტიტუტს, რომლის მიზანი კორუფციასთან ბრძოლის მიმართულებით  არსებული გამოწვევების ანალიზი, საუკეთესო პრაქტიკის იდენტიფიკაცია და მსოფლიოს მასშტაბით სფეროს პროფესიონალების მომზადებაა, დღეიდან საქართველო უხელმძღვანელებს. აკადემიაში ჩვენს ქვეყანას იუსტიციის მინისტრის მოადგილე  გოჩა ლორთქიფანიძე წარმოადგენს.

საერთაშორისო ანტიკორუფციული აკადემიის (IACA) პრეზიდენტად არჩევა კორუფციის წინააღმდეგ გატარებული რეფორმების წარმატებით და შედეგებით არის განპირობებული.

საქართველო „IACA"-ს საერთაშორისო ორგანიზაციად ჩამოყალიბების შესახებ ხელშეკრულებას 2015 წელს  შეუერთდა, რამაც  საქართველოსა და აკადემიას შორის თანამშრომლობა აქტიურ ფაზაში გადაიყვანა, 2018 წლის სექტემბრიდან კი აკადემიის ვიცეპრეზიდენტი იყო.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საერთაშორისო ანტიკორუფციულ აკადემიას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში 2017 წელს იუსტიციის სამინისტრომ „IACA"-ს სამაგისტრო პროგრამასაც უმასპინძლა. პრესტიჟული საერთაშორისო აკადემიური პროგრამების დირექტორატმა მიიჩნია, რომ  „საქართველო იდეალური ადგილია ანტიკორუფციული ღონისძიებების ეფექტიანი იმპლემენტაციის მეთოდებისა და პრაქტიკული მაგალითების გასაცნობად", ამიტომაც სტუდენტებმა მსოფლიოს 16 ქვეყნიდან სწავლების დასკვნითი მოდული საქართველოში გაიარეს. სამაგისტრო კურსის ჩატარებას „IACA" 2019 წელსაც საქართველოში გეგმავს.

 

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics