06:02 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-20 16:44:50, 3657 ნახვა

მსოფლიო
აშშ ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის მიზნით გლობალურ პროექტს იწყებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის მიზნით ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ კამპანიას იწყებს.

მსოფლიოს ათობით ქვეყანაში დღემდე ჰომოსექსუალური სექსუალური აქტი სისხლის სამართლის დანაშაულს უტოლდება. რიგ ქვეყნებში განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის გამო ადამიანებს აწამებენ (რუსეთი, ირანი, პაკისტანი, ერაყი, სირია და სხვა).

კამპანიის დაწყება გერმანიაში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ გრენელმა (Richard Grenell) დააანონსა. 

"აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ XXI საუკუნეში 70 ქვეყანაში ჯერ კიდევ არის კანონი, რომელიც ლგბტ თემის სტატუსის ან ქცევის კრიმინალიზაციას ითვალისწინებს", - ამბობს გრენელი.

NBC-ის ვარაუდით, ინიციატივა განსაკუთრებით ირანის წინააღმდეგ იქნება მიმართული, სადაც ცოტა ხნის წინ საჯაროდ ახალგაზრდა გეი მამაკაცი აწამეს და მოკლეს.

მედიის ცნობით, ვაშინგტონი ამ ინიციატივით ლგბტ ადამიანების დაცვის კუთხით გამოჩენილ ქვეყნებს, გაერო-ს, ევროკავშირსა და ეუთო-ს მხარდაჭერის თხოვნით მიმართავს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი ომს უკრაინის სრულ კაპიტულაციამდე გააგრძელებს.
ჩინეთმა რუსეთისთვის უკრაინაში გამოყენებული დრონებისთვის ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის მიწოდება დაიწყო და Starlink-ის თანამგზავრების განადგურება შესთავაზა
ირაკლი დგებუაძე თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსად დანიშნეს
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics