|
2019-02-20 10:43:38, 998 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე: თბილისის მერია ტურისტული მიმართულებით აქტიურად მუშაობს
დედაქალაქის მერია ტურისტული მიმართულებით აქტიურად მუშაობს, რათა თბილისი პოზიციონირდეს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქი მსოფლიოში, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მოქალაქე სალომე ლემონჯავას შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. როგორც მან ვიდეოდიალოგის დროს აღნიშნა, უახლოეს მომავალში გაიმართება პრეზენტაცია, თუ როგორ მოხდება თბილისის წარმოჩენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. „აქტიურად ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენი ღირსშესანიშნაობების შესახებ სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობას, რათა რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩამოვიდეს და მეტი თანხა დახარჯოს, რომელიც, რა თქმა უნდა, ქვეყნის ბიუჯეტში მიიმართება. ჩვენ მეტი შესაძლებლობა გვექნება ქალაქის მოსახლეობისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტები განვახორციელოთ. ტურისტული მიმართულებით ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს. უახლოეს მომავალში პრეზენტაციას გავმართავთ, თუ რას ვაპირებთ და როგორ გვინდა თბილისის წარმოჩენა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში“, - განაცხადა კახა კალაძემ. აღნიშნულ საკითხზე თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ღამის ეკონომიკის განვითარების მიმართულებით, კონკრეტული ნაბიჯები უკვე გადაიდგა, თუმცა აქტიური მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება. „ტურიზმის განვითარების კუთხით, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ღამის ეკონომიკა ერთმნიშვნელოვნად ეს არის კომუნიკაცია მერიასა და მცირე ბიზნესს შორის, კომუნიკაცია მოსახლეობასთან, ტურიზმთან და ა.შ. პირველი პროექტები უკვე განხორციელბულია. მაგალითისთვის, ეს არის N222 „ღამის ავტობუსი“, რომელიც ძალიან ეფექტურად მუშაობს. ღამის ეკონომიკის განვითარება არ არის მხოლოდ ტურიზმზე ან გართობაზე ორიენტირებული ადამიანებისთვის, რადგან სარგებელი უნდა მიიღოს ადგილობრივმა მოსახლეობამაც, რომელიც ღამის საათებშია დასაქმებული. N222 ავტობუსით კი, სწორედ ჩვენი მოსახლეობა სარგებლობს“, - განმარტა სოფიო ხუნწარიამ. მისივე თქმით, კიდევ ერთი პროექტი, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება და რომელთან დაკავშირებითაც ინტერესს მცირე ბიზნესის წარმომადგენლები გამოხატავენ, კონკრეტულ ლოკაციაზე ე.წ. Food Trucks-ების განთავსებაა. „ე.წ. Food Trucks-ები ერთ-ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე გაიშლება. ღამის კვების ობიექტების განვითარების მიმართულებით, საკმაოდ დიდი ინტერესია, რომელიც მოსაწესრიგებელია, რადგან ღამის ცხოვრების მხრივ მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია. იმ გამოწვევებს, რომელიც ამ მიმართულებით დგას, უნდა ვუპასუხოთ“, - აღნიშნა სოფიო ხუნწარიამ.
მისივე ინფორმაციით, თბილისის ათივე რაიონში ასევე, ჩატარდება კვლევა, რომელიც თითოეული რაიონის პოტენციალს შეისწავლის იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს დედაქალაქის რაიონები ღამის ეკონომიკის კუთხით. თბილისის მერი მოადგილეებთან ერთად, მოსახლეობის კითხვებს ვიდეოდიალოგის საშუალებით პასუხობს.
(NS)
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას წინააღმდეგ მაკო გომურმა სასამართლოს ჩვენება მისცა
ხოშტარია: ჩემზე არ ინერვიულოთ, რუსებთან ბრძოლაში ბევრად მეტისთვის ვარ მზად
როგორ გამოიყენებ მზის ენერგიას ბიზნესში - გაიარე სრულად დაფინანსებული ბიზნესკურსი
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)